ფეხბურთი

10:09 | 28.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერნანდესი, უელბეკი, კლევერლი, კაგავა და ანდერსონი ტრანსფერზე

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა რამდენიმე ფეხბურთელთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო.

The Telegiraph-ს ცნობით, 63 წლის ჰოლანდიელმა კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს სთხოვა, რომ მყიდველები მოუძებნოს ნახევარმცველებს ანდერსონს, ტომ კლევერლის და შინჯი კაგავას, აგრეთვე თავდამსხმელებს დენი უელბეკს და ხავიერ ერნანდესს.

გაზეთის ინფორმაციით ვან გაალმა ეს გადაწყვეტილება ინგლისის ლიგის თასის მეორე რაუნდში, პირველი ლიგის “დონსთან” 0:4 მარცხის შემდეგ მიიღო, თუმცა, იმ შეხვედრაში კლევერლის მონაწილეობა არ მიუღია.

0.117238