ფეხბურთი

23:34 | 4.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერიქსონი ჩინეთში იმუშავებს

ცნობილი შვედი სპეციალისტი სვენ-გორან ერიქსონი უმუშევარი მხოლოდ ერთი დღით იყო. არაბული “ალ ნასრის” დატოვების შემდეგ, მან ჩინური “გუანჩჟოუ R&F” ჩაიბარა.

ბოლო დროს, ერიქსონი “ალ ნასრის” ტექნიკური დირექტორი იყო, მაგრამ 65 წლის შვედმა მწვრთნელობის გაგრძელების ცდუნებას ვერ გაუძლო და ჩინური კლუბის შეთავაზებას დათანხმდა. “გუანჩჟოუ R&F”-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ერიქსონი გუნდს 2014 წლის დეკემბრამდე უთავკაცებს.

36-წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ერიქსონს არაერთ გუნდში უმუშავია. მათ შორის “ბენფიკაში”, “რომაში”, “ფიორენტინაში”, “ლაციოში”, “სიტიში”, ასევე ინგლისის, მექსიკისა და კოტ დ’ივუარის ეროვნულ ნაკრებებში.

თეგებიერიქსონი
0.12361