ფეხბურთი

12:17 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენი “ტოტენჰემში” რჩება

ლონდონის “ტოტენჰემის” დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი გუნდის გამოცვლას არ აპირებს.

საკუთარი გეგმების შესახებ 22 წლის ფეხბურთელი Sky Sports-ს ესაუბრა.

“არ ვიცი რას ფიქრობენ ჩემი თანაგუნდელები, მაგრამ მე “ტოტენჰემში” თავს ბედნიერად ვგრძნობ. წასვლას არ ვაპირებ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სეზონს ოთხეულს მიღმა დავასრულებთ. დარწმუნებული ვარ, ოდესღაც მაინც მომიწევს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. აუცილებელია, რომ გუნდმა ლიდერები შეინარჩუნოს. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე ყველა ვოცნებობთ, მაგრამ აუცილებელია ერთ მთლიან გუნდად დავრჩეთ” - განაცხადა ერიკსენმა, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.113896