ერიკ სპოელსტრა ("მაიამი") და ჯორჯ კარლი ("დენვერი") NBA-ს აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების გასული თვის საუკეთესო მთავარ მწვრთნელებად დასახელდნენ, - იტყობინება ლიგის ოფიციალური საიტი.
სპოელსტრას დამოძღვრილებმა, მარტში 18 მატჩი გამართეს და აქედან 17-ში გამარჯვება იზეიმეს. "ნაგეთსმა", ჯორჯ კარლის ხელმძღვანელობით, რეგულარული გათამაშების 15 მატჩში მხოლოდ 2 მარცხი იწვნია და პლეი ოფების წინ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომაეობა.
თვის საუკეთესო მწვრთნელის კანდიდატურაზე ასევე წარდგენილები გახლდნენ: რიკ კარლაილი("დალასი"), ფრანკ ვოგელი ("ინდიანა"), ლიონელ ჰოლინზი ("მემფისი") და მაიკ ვუდსონი ("ნიუ იორკი").