ფეხბურთი

17:16 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერერა ერნანდესს “მანჩესტერიდან” წასვლას ურჩევს

მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიგელ ერერა მიიჩნევს, რომ მისი გუნდის თავდამსხმელმა, ხავიერ ერნანდესმა “მანჩესტერ იუნაიტედი” უნდა დატოვოს.

“ვფიქრობ, დროა ერნანდესმა “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვოს. მიმაჩნია, რომ მისთვის, კარიერის “იუვენტუსში” გაგრძელება კარგი იქნებოდა.

როდესაც მწვრთნელი გუნდში შენს ადგილს ვერ ხედავს და ამ კოლექტივთან ერთად გატარებული საუკეთესო მომენტები წარსულია, წინსვლა უნდა განაგრძო.” – აცხადებს მიგელ ერერა.

ხავიერ ერნანდესი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2010 წელს გადავიდა. “წითელი ეშმაკების” მაისურით მან 152 თამაში ჩაატარა და 59 გოლი გაიტანა. პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში ის მოედანზე 24-ჯერ გამოჩნდა, მაგრამ მექსიკელი სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 6-ჯერ მოხვდა.

0.122352