კახი ჩიგოგიძის თასის გათამაშების მეოთხე ტურში ფრედ დაასრულეს პარტია შეჯიბრის ლიდერებმა ნიკოლოზ ქუმსიაშვილმა (2152) და ნიკა ღვამბერიამ (2125). მათმა ყაიმმა კიდევ ოთხ მონაწილეს მისცა გალიდერების შანსი.
ამრიგად, 3.5-3.5 ქულით გათამაშებას ექვსი მოზარდი ლიდერობს და მომდევნო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ირაკლი ბერაძე (2375) – ნიკა ღვამბერია, ნიკა ქუმსიაშვილი – გიორგი სიბაშვილი (2243) და ლიკა კობეშავიძე (1943) – ნიკა ვოლკოვი (2116).