სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

22:33 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ექვსნი დაწინაურდნენ

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს 73-ე ჩემპიონატის პირველ ლიგაში ვაჟ მოჭადრაკეთა შორის მე-2 ტურის პარტიები ჩატარდა.

შედეგად, ქულათა მაქსიმუმით 6 მოჭადრაკე დაწინაურდა: დავით ბენიძე (2510), ივერი ჭიღლაძე (2369), ალექსანდრე ქაშაშვილი (2356), ნინო ხურციძე (2452), ზურაბ ჯავახაძე (2451), ირაკლი ბერაძე (2379).

მე-3 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ბერაძე-ბენიძე, ხურციძე-ჭიღლაძე, ქაშაშვილი-ჯავახაძე.

ცნობისთვის, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 4 საგზურისთვის ბრძოლაში 40 მოჭადრაკე ჩაება. მონაწილეები ერთმანეთს შვეიცარული სისტემით 9 ტურად ეჯიბრებიან, ტურნირი კი 23 დეკემბრამდე გასტანს.

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115741