ფეხბურთი

17:41 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ექტორ კუპერმა “ალ-ვასლი” დატოვა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ექტორ კუპერმა დუბაის “ალ-ვასლის” თავკაცის პოსტი დატოვა. კუპერი შარშანდელი ნოემბრიდან წვრთნიდა “ალ-ვასლს”, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია – კლუბი მეათე ადგილზეა არაბეთის გართიანებული საემიროების ჩემპიონატში.

შეხსენებისთვის, არგენტინელი მწვრთნელი, რომელიც საუკუნის დასაწისში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა, საქართველოს ნაკრებს 2008-2009 წლებში თავკაცობდა.

0.118916