ფეხბურთი

13:43 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ექიმები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას ზამთარში ითხოვენ

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ფიფა-ს სამედიცინო კომიტეტის ხელმძღვანელი მიშელ დ’ჰუგი, ორგანიზატორებს, ყატარში გასამართი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას, ზამთარში თხოვს.

“მსოფლიოს ჩემპიონატი მხოლოდ მატჩები და ფეხბურთელები არაა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ყატარელებს აქვთ იმისი ტექნიკური საშუალებები, გუნდებს სათამაშოდ და სავარჯიშოდ მისაღები ტემპერატურა შეუქმნან, მაგრამ ნუ დავივიწყებთ გულშემატკივრებს. მათ დიდი დროის გატარება მოუწევთ გზაში, ერთი სტადიონიდან მეორეზე და არაფერია კარგი იმაში, თუ ამას 47 და მეტი გრადუსის სიცხეში გააკეთებენ”, - ამბობს დ’ჰუგი.

ფიფა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების ვადებზე საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ თვეში მიიღებს. ორგანიზაციის პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, 3-4 ოქტომბერს ციურიხში გასამართ ფიფას აღმასრულებელ კომიტეტს რეკომენდაციას აძლევს, რომ ტურნირი 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართოს. სამაგიეროდ, ამ არჩევანს ეწინააღმდეგება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ სკუდამორი და მასპინძელი ქვეყნის შეცვლის ინიციატივით გამოდის.

 

0.110764