თამაშგარე

12:38 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკე იგლესიასს “ფურია როხასი” ეიმედება

ესპანელი მომღერალი ენრიკე იგლესიასი, მამამისის, ხულიო იგლესიასის მსგავსად, ფეხბურთზე ძალიან არის შეყვარებული, თუმცა მამისგან განსხვავებით (როგორც იცით, ხულიო იგლესიასი, თავის დროზე, მადრიდის “რეალშიც” კი თამაშობდა), ენრიკე ფეხბურთელი არასოდეს ყოფილა.

ენრიკე იგლესიასი კლუბებიდან, რა თქმა უნდა, მადრიდის ”რეალს” ქომაობს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ საკლუბო ფეხბურთის დიდი მოყვარული არასოდეს ყოფილა და მისი ძირითადი ინტერესისა და სიყვარულის საგანი, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებია, რომლითაც ენრიკე ძალიან ამაყობს.

”სპორტულ გაზეთებში წერენ, რომ, რაკი ესპანეთი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიაში იმართება, ესპანეთს ჩემპიონობის შანსი თითქოს არა აქვსო. ეს სიცრუეა და მე ბოლომდე მჯერა ჩვენი გუნდის. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ “ფურია როხა”, მინიმუმ, ფინალამდე გააღწევს”, – ამბობს ენრიკე იგლესიასი.

0.124707