ვანდალებმა 26 წლის ბრიტანელი ოლიმპიური ჩემპიონის შვიდჭიდში ჯესიკა ენისის საფოსტო ყუთი გააფუჭეს.
ოლიმპიადის დაწყებამდე გაერთიანებული სამეფოს ფოსტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყველა ბრიტანელი ოლიმპიური ჩემპიონის საფოსტო ყუთს ოქროსფრად გადაღებავდნენ. აღსანიშნავია, რომ ენისის საპატივცემულოდ ჩატარებულმა, მსგავსმა აქციამ შეფილდში დიდი ინტერესი გამოიწვია. ხოლო სამი დღის შემდეგ, დაუდგენელმა პირებმა საფოსტო ყუთი გრაფიტით გააფუჭეს. სამეფო ფოსტა, უახლოეს მომავალში ყუთისთვის კუთვნილი ფერის დაბრუნებას გეგმავს.
აქვე გეტყვით, რომ ჯესიკა ევროპისა და ორგზის მსოფლიო ჩემპიონია. ახლა კი, თავის რეგალიებს მშობლიური ოლიმპიადის ოქროც მიამატა.