მსოფლიო რეიტინგსიის მერვე ნომერმა, შოტლანდიელმა ენდი მარეიმ მადრიდის “მასტერზ1000”-ის სასტარტო მატჩში ესპანელ ნიკოლას ალმაგროს 6:1, 1:6, 6:4 მოუგო და მერვედფინალში კოლუმბიელ სანტიაგო ხირალდოს შეხვდება. ამ უკანასკნელმა შეჯიბრებიდან ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა გამოთიშა.
მარეისა და ალმაგროს მატჩი საათსა და 47 წუთს გაგრძელდა. 26 წლის შოტლანდიელის აქტივში 4 ბრეიკი და 5 ეისია, ამ 2 ჩოგბურთელის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში კი 4:1 გახდა ბრიტანელის სასარგებლოდ.
მადრიდში ხუან მონაკოს ძლევის შემდეგ რაფა ნადალმა კარიერის განმავლობაში 684-ე მოგება იზეიმა და ამ მაჩვენებლით 11-ე ადგილზე გავიდა. ტოპათეულში მოსახვედრად ნადალს გერმანელი ბორის ბეკერის გადასწრება მოუწევს – ალემანის აქტივში 713 გამარჯვებაა.