პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელები ამჟამად საფრანგეთის ღია პირველობაზე ეცილებიან ერთმანეთს საჩემპიონო ტიტულს, ერთ-ერთი მათგანი ენდი მარეი კი “როლან გაროსზე” ტრავმის გამო ვერ ასპარეზობს და უკვე უიმბლდონისთვის მზადებას შეუდგა.
შოტლანდიელმა ჟურნალისტებთან საუბრისას მარეიმ განაცხადა, რომ ექიმებმა მას თეძოს ნერვის დაზიანება დაუდგინეს და მკურნალობაც წარმატებით მიმდინარეობს. “დასტაქრებმა მითხრეს, რომ ნელ-ნელა ვარჯიშის განახლება შემიძლია. ბოლო დღეების განმავლობაში დარტყმების დახვეწაზე ვმუშაობ, თუმცა, ჯერჯერობით კორტზე გადაადგილების დრო არ დამდგარა. ყოველდღიურად მხოლოდ 20 წუთს ვვარჯიშობ, 3 საათის განმავლობაში კი ფიზიოთერაპევტები აღმდგენ პროცედურებს მიტარებენ. ვიმედოვნებ, უიმბლდონის სტარტს კარგ ფორმაში შევხვდები”, - 26 წლის მარეიმ ეს განცხადება The Telegraph-ის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა.