თამაშგარე

12:26 | 12.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ენდი შვეიცარიული საათების მწარმოებელი ფირმა Rado-ს სახეა

25 წლის შოტლანდიელი ჩოგბურთელი ენდი მარეი შვეიცარიული საათების მწარმოებელი ფირმა Rado-ს სახე გახდა. ენდი ხსენებული ბრენდის ახალ კოლექციას, Rado D-Star-ს გაუწევს რეკლამირებას.
“მოხარული ვარ, რომ Rado-ს ჯგუფის წევრი გავხდი. ეს ბრენდი ძალიან მოდურ პროდუქციას აწარმოებს. ჩემთვის სიზუსტესა და აკურატულობას, როგორც ფიზმომზადებისას, ასევე ბურთთან მუშაობისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს”, - აცხადებს ენდი.
ბრენდი Rado ტურნირ AEGON Championships-ის ოფიციალური პარტნიორია, რომლის მოქმედი ჩემპიონიც ენდი მარეია.
 

0.121225