29 წლის ამერიკელ ჩოგბურთელ ენდი როდიკს ლამაზმან მეუღლესთან პრობლემები აქვს. თუმცა ეს პრობლემები სასიამოვნო ხასიათს ატარებს – 25 წლის მოდელმა ბრუკლინ დეკერმა განაცხადა, რომ ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი უყვარს.
“ჟიზელი მშვენიერი და იდეალურია. ძალიან მინდა, სახლში დავპატიჟო! დარწმუნებული ვარ, ენდის ჩვენი ერთად ხილვა უზომოდ გაუხარდება!” - გვიამბობს დეკერი.
როდიკის აზრი ამ ყველაფრის თაობაზე ალბათ მალე გახდება ცნობილი. ამჟამად სპორტსმენი ისვენებს და მეუღლის ახალი გატაცება, შესაძლოა, საკმაოდ დროული იყოს.