თამაშგარე

11:19 | 19.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ენდი როდიკის ცოლს მთელი ამერიკა ეტრფის

ცნობილი ამერიკელი ჩოგბურთელი ენდი როდიკი, სულ რაღაც ოთხი წელია, რაც ცოლიან კაცთა “ამქარში” ირიცხება, მაგრამ მისი ოჯახური ამბებით თითქმის ყველა ამერიკელია დაინტერესებული. მით უმეტეს, რომ ენდის ისეთი ცოლი ჰყავს, ჩვენში “შხვართს” რომ ეტყოდნენ...
ენდი როდიკის ცოლი ბრუკლინ დეკერი შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ლამაზმანია. იმ წვეულებას წვეულება არ ჰქვია, სადაც ბრუკლინი არაა მიწვეული და ყველა თავმომწონე ამერიკულ ჟურნალს ბრუკლინ დეკერის გულახდილი ფოტოები მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს დაბეჭდილი.
ამასწინათ, ენდი როდიკის მშვენიერი მეუღლე ერთ-ერთმა ჟურნალმა ყველა დროის ულამაზეს 100 ამერიკელ ქალს შორის დაასახელა. ეს აღიარება განსაკუთრებული თუნდაც იმიტომაა, რომ ბრუკლინ დეკერი ასეულში ისეთ ლეგენდებთან ერთად მოხვდა, როგორიც, მაგალითად, მერილინ მონროა.
 

0.183937