ჩოგბურთი

23:41 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ენდი მეტოქის მოლოდინში

 უიმბლდონის ტურნირის შარშანდელი ფინალისტი ენდი მარეი წლევანდელი გათამაშების მეოთხე წრეში (მერვედფინალში) 31 წლის ესპანელი ტომი რობრედოს 6:2, 6:4, 7:5 დამარცხების შემდეგ გავიდა. სადღეისოდ რეიტინგსიის 26 წლის მეორე ნომერმა შოტლანდიელმა კლასიფიკაციაში 29-ე საფეხურზე მყოფი პირენელის ძლევას 2 საათი მოანდომა.

რობრედოს წინააღმდეგ თამაშისას მარეიმ 5 ბრეიკი და 9 ეისი განახორციელა და დღევანდელი მოგების შედეგად ესპანელთან პირადი შეხვედრების ბალანსი აღადგინა – 3:3.

მერვედფინალში მარეი რუსი მიხაილ იუჟნისა და სერბი ვიქტორ ტროიცკის შორის მოგებულს შეხვდება. რუსულ-სერბული დაპირისპირება დღეს ლონდონური წვიმის გამო ჩაიშალა და მატჩი ხვალ ჩატარდება.

0.119667