თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანელი ჩოგბურთელის, ენდი მარეის, ოჯახში სრული ჰარმონია და ურთიერთგაგება სუფევს. ენდის მეუღლე კიმ სარსი, ქმრის მსგავად, ჩოგბურთთან ბავშვობიდანვეა დაკავშირებული და რა გასაკვირია, რომ ჩოგბურთი მათი ცხოვრების უმთავრესი ნაწილია.
კიმის მამა ჩოგბურთის ევროპაში ცნობილი მწვრთნელია და დღეს ისეთ ცნობილ ჩოგბურთელს ამზადებს, როგორიც სერბი ანა ივანოვიჩია. ენდი მარეის მეუღლე თავის დროზე თვითონაც თამაშობდა ჩოგბურთს და როგორც ირკვევა, არცთუ ურიგოდ...
რომ არა ტრავმიანობის სენი, შესაძლოა, კიმ სარსიც კარგი ჩოგბურთელი დამდგარიყო. სადაც კი ენდი მარეი გამოდის, ყველგან თავისი ცოლი დაჰყავს და შეიძლება ითქვას, რომ ცოლი მისი ერთგვარი თილისმაცაა. შეხვედრების შემდეგ კი, ცოლ-ქმარი განვლილ მატჩზე დიდხანს მსჯელობენ.