ჩოგბურთი

0:54 | 6.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ენდი მარეი – ზედიზედ მეორე ფინალი

 26 წლის შოტლანდიელი ენდი მარეი მიჯრით მეორედ გავიდა უიმბლდონის ტურნირის ფინალში. შარშან მან ტიტული რიჯერ ფედერერთან გადამწყვეტი მატჩის წაგების შემდეგ დათმო, წლეულს კი ჩემპიონობისთვის ნოვაკ ჯოკოვიჩთან მოუწევს პაექრობა. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში მარეიმ პოლონელ ეჟი იანოვიჩს 6:7 (2:7), 6:4, 6:4, 6:3 სძლია.

22 წლის პოლონელმა ნახევარფინალში პირველი სეტი მოიგო, მეორეში 4:1 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ მარეი მძლავრად ათამაშდა და საბოლოოდ 4 სეტით მოახერხა მეტოქის წინააღმდეგობის გატეხვა. მატჩი 2 საათსა და 51 წუთს გაგრძელდა. ენდის ანგარიშზე 5 ბრეიკი და 20 ეისია. კარიერის განმავლობაში მარეიმ მეორედ მოახერხა იანოვიჩის დამარცხება, ეჟიმ კი ერთადერთხელ მოუგო ენდის.

0.124566