ალმა-ათაში (ყაზახეთი) საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით მიმდინარეობს დსთ-ს, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთა რეგიონალური ფორუმი, რომელსაც ჩვენი ქვეყნიდან სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და “თბილისი 2015”-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ხაჩიძე ესწრებიან.
9 ოქტომბერს შედგა 2015
დაახლოებით 30-წუთიან გამოსვლაში, სეოკ-ის გენერალური მდივანი შეეხო მცოცავი ოკუპაციის, “სოჭი 2014”-ის ტელე-ჟურნალისტთა სააკრედიტაციო სისტემაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტებად შეყვანას და ერთ-ერთ მეჩირაღდნედ სამხედრო მფრინავის, ივან ნიჩაევის დაყენებას, რომელიც 5 წლის წინ საქართველოს ქალაქებს ბომბავდა. ემზარ ზენაიშვილმა ამ ფაქტებს მკაცრი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობა-არმონაწილეობის თაობაზე საქართველოში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი.
“რამდენიმე თვის წინ, საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა არცთუ ისე ადვილი გადაწყვეტილება მიიღო და დათანხმდა სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას. ერთი შეხედვით, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ჩვენ დიდი ოლიმპიური ოჯახის წევრი ვართ. სამწუხაროა, რომ მას შემდეგ რომ სხვადასხვა სახის პროვოკაციებს ვაწყდებით. დვანსა და დიცში მიმდინარე მოვლენები, ჟურნალისტთა სააკრედიტაციო სისტემაში სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებული გაუგებრობა და სამხედრო მფრინავი მეჩირაღდნე, სხვა არაფერია, თუ არა ცეცხლზე ნავთის დასხმა. ამან ქართველ ხალხში დიდი მღელვარება გამოიწყვია. ის ადამიანები, რომლებიც ემხრობოდნენ ჩვენს სოჭში გამგზავრებას უკვე ორჭოფობენ, არიან რადიკალურად განწყობილებიც”, - აღნიშნა ემზარ ზენაიშვილმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ მასპინძელი მხარე და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი მიიღებენ შესაბამის ზომებს.
www.geonoc.org.ge