“სევილიას” დამრიგებელი უნაი ემერი სამუშაო ადგილის შეცვლას უახლოეს პერიოდში არ გეგმავს. მეტიც, ანდალუსიელთა თავკაცი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.
“კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება მალე დასრულდება. ბოსებს ოთხშაბათს შევხვდები და გარიგებაც ოფიციალურად გაფორმდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ “სევილიაში” თავს ბედნიერად ვგრძნობ. გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ”, - განუცხადა ემერიმ “სკაი სპორტსს”.
შეგახსენებთ, რომ ემერის ხელმძღვანელობით, სევილიელებმა გასულ სეზონში ევროპის ლიგა მოიგეს.