ფეხბურთი

11:35 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: "მბიამ ინიესტას მსგავსად გაიტანა"

 

"სევილიას" მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი, მბიას გოლს "ვალენსიას" (1:3) კარში, ინიესტას მიერ 2009 წელს "ჩელსისთან” ბოლო წუთზე გატანილ გოლს ადარებს და აღნიშნავს, რომ მისმა გუნდმა დრამატული მატჩი ჩაატარა.

კამერუნელმა მბიამ, რომელის "სევილიაში" ქპრ-დან არის განათხოვრებული, "ანდალუსიელებს" “ვალენსიასთან” მატჩის 94-ე წუთზე თავური დარტყმით ფინალის საგზური მოუტანა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა “სევილიას” გამარჯვებით 2:0 დასრულდა, საპასუხო მატჩს კი ემერის გუნდი სამი ბურთის სხვაობით აგებდა და სასურველ შედეგს მბიას გოლით მიაღწია.

"ეს უნიკალური იყო. "ვალენსიამ" მატჩი კარგად დაიწყო, მაგრამ მბიას გოლმა ინიესტა გამახსენა. ჩვენ ამ მატჩში შეუძლებელი გავაკეთეთ და გოლიც ძალიან ემოციურად აღვნიშნეთ. ფინალზე არაფერს ვიტყვი და ჯერ განვლილი მატჩით დავტკბებით. ძალიან დრამატული შეხვედრა გამოგვივიდა. მთელი ტურნირის განმავლობაში ენთუზიაზმით ვთამაშობდით. "ვალენსიას" რაც შეემთხვა, ძალიან დასანანია." _ განაცხადა მატჩის შემდეგ უნაი ემერიმ.

რაც შეეხება მბიას, კამერუნელმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და გატანილი გოლი მშობლებს მიუძღვნა.

გიორგი ბალახაძე

თეგებიუნაი ემერი
0.120886