ფეხბურთი

19:30 | 6.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

EMD: “ბარსელონა” რამოსის კანდიდატურას განიხილავს

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს El Mundo Deportivo. კატალონიური გამოცემის ცნობით, “ბარსელონა” მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველის, სერხიო რამოსის შეძენის საკითხს განიხილავს.

უახლოეს ზაფხულში, “ბარსელონასთვის” პრიორიტეტული საკითხი ცენტრალური მცველის შეძენაა. აქამდე, არაერთი კანდიდატი სახელდებოდა, რომელთა შორის, ყველაზე ხშირად მატს ჰუმელსისა და ვენსან კომპანის სახელები ისმის. ბოლო ინფორმაციით, ტიტო ვილანოვას გუნდს კიდევ ერთი ვარიანტი გამოუჩნდა – სერხიო რამოსი. ცოტა ხნის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიოს ფლორენტინო პერესისთვის ულტიმატუმი წაუყენებია – ან მე, ან კასილიასი და რამოსიო. თუ ისე მოხდა, რომ მადრიდში მოურინიოს დატოვება ამჯობინეს, რამოსს წასვლა მოუწევს და სწორედ ამ შანსის გამოყენებას ეცდება “ბარსელონა”.

ისიც უნდა ითქვას, რომ კატალონიელებს მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ. რამოსს “რეალთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს, რაც მადრიდელებს იმის საშუალებას აძლევს, რომ მათ გადაწყვეტილება თავად მიიღონ.

0.128427