თამაშგარე

17:24 | 25.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ემანუელ პეტი ძველებურად მექალთანეა

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი ემანუელ პეტი ფრანგმა ჟურნალისტებმა იმ დროს გამოიჭირეს, როდესაც ის პარიზის ერთ-ერთ სტრიპტიზ-ბარში გვარიანად შემთვრალი ბანცალებდა და საეჭვო ყოფაქცევის გოგონას ეჟღურტულებოდა.
ემანუელი უკვე რვა წელია, ცოლიანი კაცის სტატუსით სარგებლობს და მის ცოლს, აგათა ლა ფონტენს ამ დროის განმავლობაში მექალთანე ქმრის გამო, არაერთხელ მოუწია ნერვიულობა და ბულვარული პრესის მიერ მისთვის დასმულ ფრიად უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
აგათა ლა ფონტენის მამა, არტურო ლა ფონტენი საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ჯიბესქელი ბიზნესმენია და როდესაც ფონტენების ოჯახმა ემანუელ პეტი დაინათესავა, ამ ქორწინებას ბევრი უყურებდა ეჭვის თვალით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ემანუელი ცოლს გამუდმებით ღალატობს, აგათას ქმართან დაშორების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მართლაც სანიმუშო ნერვები ჰქონია ამ ქალს...
 

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.114859