თამაშგარე

10:45 | 7.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ელიზაბეტას "სკუადრა აძურა” უყვარს

იტალიელი მოდელი ელიზაბეტა გრეგორაჩი, რომელიც უკვე 34 წლისა მოიყარა,  მამაკაცებს უზადო ტანითა და ლამაზი ნაკვთებით ატყვევებს. პროფესიით მოცეკვავემ, მომავალი პოდიუმს დაუკავშირა - მის გამო ჩეხი სუპერმოდელი ევა ჰერციგოვა ქალის თეთრეულის ბრენდს Wonderbra-ს დაემშვიდობა.

გრეგორაჩი ”სკუადრა აძურას” ქომაგიც გახლავთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლას და საყვარელი გუნდის გულმსურვალე გულშემატკივრობას აპირებს. 2008 წელს ელიზავეტამ იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მექალთანის გულის დაპყრობა მოახერხა - ცოლად გაყვა სუპერმოდელების "მოყვარულ" ბიზნესმენს - 62 წლის ფლავიო ბრიატორეს. რესტორნების ქსელის მფლობელი და "ფორმულა-1"-ის ყოფილი ბოსი ფლავიო ქორწინებამდე სუპერმოდელებს - ჰეიდი კლუმსა და ნაომი კემპბელს ხვდებოდა. ჰეიდის მისგან ქალიშვილიც ჰყავს, თუმცა გერმანელი სუპერმოდელი ფლავიოს ქალიშვილთან ურთიერთობის უფლებას არ აძლევს.

0.273481