აქტიური დასვენება და გართობა ვის არ უყვარს, თანაც ზღვის ან ოკეანის სანაპიროზე, თანაც ისეთ ლამაზ ქალთან, როგორიც ცნობილი ფეხბურთელის, კრისტიან ვიერის ყოფილი საყვარელი, ულამაზესი ელიზაბეთ კანალისია. მაგრამ ყველა მოკვდავს როდი შეუძლია ამ ლამაზმანთან ერთად ინებივროს ზურმუხტოვან სანაპიროზე. ეს მხოლოდ “რჩეულთა” ხვედრია...
ამჟამად, ეს “რჩეული” გახლავთ სტივ ოსტი, რომელსაც უკვე დიდი ხანია ელიზაბეთი ხვდება. იტალიური პრესა ხმებს ავრცელებდა მათი დაშორების შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს, მცდარი აღმოჩნდა – შეყვარებულები პაპარაცებმა იმ დროს დააფიქსირეს ოკეანის სანაპიროზე, როცა ისინი სერფინგითა და დაივინგით ირთობდენენ თავს...
სტივ ოსტამდე კი, კანალისის “რჩეულთა” სიაში იყვნენ: რა თქმა უნდა კრისტიან ვიერი, დიდიე დროგბა, მანუელ ბლაზი. აგრეთვე რეჟისორი გაბრიელ მუჩინო, ბიზნესმენი ნიკოლო მინარდი და სახელგანთქმული მსახიობი, ქალების გულთამპყრობელი ჯორჯ ქლუნი.
როგორც ხედავთ, სია საკმაოდ ვრცელია, სიის წევრები კი, მეტისმეტად სქელჯიბიანები. ჰოდა, ლამაზმანი ელიზაბეთი უზრუნველად და უდარდელად ტკბება ყოველ “ბოიფრენდთან” და სულ არ ადარდებს რას დაწერენ მასზე პაპარაცები. ან რა აქვს სადარდებელი?