ფეხბურთი

22:02 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა გრიგალაშვილმა კვიპროსს მიაშურა

თბილისის “დინამოს” ყოფილი ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი კარიერას კვიპროსზე გააგრძელებს.

ინტერნეტგამოცემა shootandgoal.com-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი კვიპროსის სუპერლიგის დებიუტანტ “ოთელოსში” ითამაშებს, რომელთანაც ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხსენებულ კლუბში მიმდინარე ზაფხულში მეკარე როინ კვასხვაძე და ნახევარმცველი ლევან ხმალაძე ჩაირიცხნენ.

აქვე გეტყვით, რომ ელგუჯას უფროსი ძმა შოთა ასევე კვიპროსსი გამოდის და “ომონიას” ღირსებას იცავს.

 

0.121717