სხვა

11:22 | 4.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ელენა ისინბაევა სპორტიდან მიდის

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭოკით ხტომაში, რუსი ელენა ისინბაევა კარიერას ასრულებს. ამის შესახებ იგი თავის კოლეგებს უკვე ესაუბრა. სპორტსმენი, 10 აგვისტოს, მოსკოვში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვა და ასე აღნიშნავს კარიერის დასასრულს.

ელენა ღიად აცხადებს,  რომ ეს მომენტი მისთვის ძალიან ნოსტალგიური იქნება და თავის გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ ტრიბუნებიდან გაამხნევონ. “უბრალოდ იყვირეთ, გამოფინეთ პლაკატები, როგორც გსურთ ისე გამოხატეთ თქვენი ემოცია, რომ სრულად ვიგრძნო თქვენგან მომავალი ენერგია”- სთხოვს ისინბაევა გულშემატკივრებს.

შეგახსენებთ, რომ ელენა ამჟამად 31 წლისაა. იგი 2004 და 2008 წლებში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ხოლო 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალის დასჯერდა. ქალთა შორის კი, ჭოკით ხტომაში 28 მსოფლიო რეკორდის მფლობელია.

 

0.127221