ესპანეთის პრიმერა დივიზიონში დარჩენისთვის მებრძოლმა „ელჩემ“ „ლევანტეს“ უმასპინძლა და თავის ანგარიშს ქულა შეჰმატა. მატჩში საგოლე მომენტები არცთუ მცირე რაოდენობით იყო, მაგრამ გუნდებმა მხოლოდ თითო გოლი გაიტანეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, რიჩმონდ ბოაკემ მეტოქის საჯარიმოდან დაჰკრა და მეკარის არცთუ დამაჯერებელი მოქმედების წყალობით, „ელჩე“ დააწინაურა. მასპინძელთა სიხარულმა სულ რაღაც 10 წუთს გასტანა - როდრიგეს ანხელმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.
ამგვარად, „ელჩემ“ და „ლევანტემ“, გოლებთან ერთად, ქულებიც გაცვალეს - 1:1.
ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“. 29000
ელჩე - ლევანტე 1:1 (0:0)
ელჩე: ერერა, სისმა, სუარესი, პელეგრინი, ბოტია, სანჩესი, მარკესი (რივერა 82), ხილი, როდრიგესი (ჩავესი 86), კორომინასი, ბოაკე (ერერა 75).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
ლევანტე: ნავასი, ლოპესი, კარაბელასი, ვინტრა, როდასი, დიოპი, სიმანი (სისოკო 72), კსუმეტრა (ელ-ზჰარი 69), გარსია, კასადესუსი, ანხელი (ელ-ადუა 84).
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
გოლი: 1:0 ბოაკე (63), 1:1 ანხელი (74)
გაფრთხილება: ჰილი (65), სისმა (70) - ლოპესი (17), ნავასი (52), სიმანი (69), დიოპი (90)
კარში დარტყმა: 22 (3) – 10 (6) ჯარიმა: 14 - 17 კუთხური: 7 - 2 თამაშგარე: 4 - 4 ბურთის ფლობა: 66% - 34% სეივი: 5 – 2