თამაშგარე

11:15 | 8.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ელ შაარავის კარგი გემოვნება ჰქონია

ვინც იტყვის, იტალიური ”მილანის” ახალგაზრდა ფეხბურთელ სტეფან ელ შაარავის ქალების არჩევის მხრივ გემოვნება არ ჰქონიაო, უმჯობესი იქნება, პირველ ყოვლისა საკუთარ გემოვნებას ჩაუღრმავდეს. სტეფანის რჩეული, ახალგაზრდა იტალიელი ასული უკვე არაერთი იტალიური ”ყვითელი” გამოცემის ფურცლებზე მოხვდა.
როგორც ჩანს, მასიმილიანო ალეგრის შეგირდი, მწვრთნელის მსგავსად, ქალებში საკმაოდ კარგად ერკვევა და ამას მისი სატრფოს, ელიანა კარტელას გარეგნული სიკისკისეც ადასტურებს. ელ შაარავი სულ რაღაც 6 თვეა, რაც ახალგაზრდა მოდელს ხვდება და მისი რომანი უკვე ყველასათვის საინტერესო ამბად იქცა.
რომ გითხრათ, სტეფან ელ შაარავი დიდ მოდაში ერკვევაო, დაიჯერებთ? მაგრამ მომხდარა შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა მობურთალი მეგობარს გაჰყოლია ერთ-ერთი მილანური მოდის სახლის ჩვენებაზე და სწორედ იქ გაუცვნია მშვენიერი ელიანა. ასე რომ, ხანდახან ”გარისკვა” და სამოდელო სახლებში სიარულიც ღირს...
 

0.137648