“მილანის” ფორვარდმა სტეფან ელ-შაარავიმ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, რუსეთიდან მეტად სარფიანი წინადადება ჰქონდა, მაგრამ იტალიაში დარჩენა არჩია. ტრავმირებულმა თავდამსხმელმა იტალიურ მედიასთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
“უკანასკნელი თვეები რთული გამოდგა. ტრავმა დიდ ხანს მაწუხებდა, მაგრამ ახლა უკეთ ვარ. ამდენი დრო არასდროს გამოიტოვებია, ამიტომ ძალიან გამიჭირდა. ზეედორფი დიდ სამუშაოს ატარებს და ფეხბურთელებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მართალია, მისი ხელმძღვანელობით არასდროს მითამაშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს კარგად გავუგებთ.
დავტოვებ თუ არა “მილანს”? აქედან წასვლა არასდროს მიფიქრია. ზაფხულში, რუსეთიდან ბრწყინვალე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ “სან სიროზე” დარჩენა გადავწყვიტე. მინდა, ფორმა აღვიდგინო და გუნდს რაც შეიძლება მალე დავეხმარო”, - განაცხადა ელ-შაარავიმ.