მილანის” ფორვარდი სტეფან ელ შაარავი მიმდინარე სატრანსფერო სეზონში კლუბის შეცვლას არ გეგმავს. ამის შესახებ 21 წლის იტალიელის ძმამ და აგენტმა – მანუელ ელ შაარავიმ განუცხადა აპენინურ მედიას.
“რეალის” ინტერესზე გაზეთებში წავიკითხე, მაგრამ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ჩემი ძმა “მილანში” რჩება. სტეფანი “სან სიროზე” ითამაშებს. ელ შაარავის ფილიპო ინძაგისთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს. ინძაგი მასში პოტენციალს ყოველთვის ხედავდა”, - განაცხადა მანუელ ელ შაარავიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, ელ შაარავის ხილვა მადრიდის “რეალს” სურს.