იტალიური “მილანის” შემტევი სტეფან ელ შაარავი მოედანს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება. “როსონერის” მთავარი მწვრთნელის, კლარენს ზეედორფის თქმით, 21 წლის ფეხბურთელს მე-2 გუნდში თამაში უკვე შეუძლია, ხოლო მალე ის პირველი გუნდის მაისურსაც მოირგებს.
ელ შაარავიმ, ტრავმის გამო, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა. უკანასკნელად მოედანზე ის 2013 წლის დეკემბერში ვიხილეთ. გასულ კვირაში, ელ შაარავიმ ვარჯიში განაახლა, ხოლო გუშინ, “მილანის” მე-2 გუნდის ორმხრივ ვარჯიშში 7 გოლი გაიტანა.
“ელ შაარავისთვის სპეციალური გრაფიკი გვაქვს შედგენილი, რომლის წყალობითაც, ის, მალე, 70 წუთის განმავლობაში თამაშს მოახერხებს. ჯერჯერობით, ელ შაარავი პრიმავერაში 20-30 წუთს ითამაშებს” – აცხადებს კლარენს ზეედორფი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია