იტალიური “მილანის” შემტევის, სტეფან ელ შაარავის საყვარელი ელენა კარტელია, სატრფოსგან ბავშვის გაჩენას გეგმავს და როგორც თავად ამბობს, ამ გადაწყვეტილებაში ხელს ვერც ის ფაქტი შეუშლის, რომ “მილანის” ფეხბურთელთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება.
ელენა კარტელია აპენინებზე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ცნობილ ქალად მიიჩნევა, რასაც მისი ტიტულიც ადასტურებს. მშვენიერი ელენა 2009 წელს, “მის იტალიას” სილამაზის კონკურსში პირველ ადგილზე გავიდა და ამის შემდეგ არაერთი პოპულარული ჟურნალის ყდაც დაიპყრო.
ელენა და სტეფანი ამჟამად მილანის გარეუბანში მდებარე ფეშენებელურ ვილაში ერთად ცხოვრობენ და მთელ იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, თუმცა “გასაიდუმლოებულ” წყვილად მიიჩნევიან. ბავშვთან დაკავშირებით, ელენას შემდეგ, კომენტარი ელ შაარავიმაც გააკეთა და განაცხადა, რომ მამობა მისი ოცნებაა და ამ ოცნებას ადრე თუ გვიან, აუცილებლად აიხდენს.