“ფორმულა 1“-ის პრომოუტერი, მილიარდელი ბერნი ეკლსტოუნი, ასაკს არ უშინდება. 79 წლის, ამ უხიაგ და უჟმურ ბერიკაცს უკვე ორი ცოლი გაექცა და ორივე აცხადებდა, რომ ეკლსტოუნის გაძლება ნორმალური ადამიანის ძალებს აღემატება. თუმცა, მილიარდელი არ დრკება.
ეკლქსტოუნს ახლა უკვე მესამე ცოლი ჰყავს და ირწმუნება - ამჯერად ნამდვილად ვიპოვნე ჭეშმარიტი სიყვარული და აგერ ნახავთ, ახალ ცოლს როგორ მოვუფრთხილდებიო. ეკლსტოუნის ახლი ცოლი, წარმოშობით ბრაზილიელი და ხელობით ადვოკატი, ფაბიანა ფლოზია.
ფაბიანა ბერნი ეკლსტოუნზე მთელი 46 წლით უმცროსია. როგორც ბრაზილიელი გოგონა ამბობს, ბერნის ასაკის გამო გარკვეული უხერხულობები კი ექმნება, მაგრამ მილიარდელის მიმართ ნამდვილ სიყვარულს განიცდის და სულ არ ანაღვლებს, თუ რას იფიქრებენ მასზე ჟურნალისტები.