ჩოგბურთი

15:56 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეკატერინე ეკატერინასთან დამარცხდა

ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 100 ათასი დოლარია.

პირველ წრეში ეკატერინე გორგოძე “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახ ეკატერინა კლიუევას გაეჯიბრა და დაძაბულ ბრძოლაში 6:3, 6:7 (6:8), 5:7 დამარცხდა.

წყვილებში გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ თურქ სოილუსთან და ხორვატ ვრლიჩთან 2:6, 2:6 წააგეს.

ბაქოს 250-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრში თამარ ჭალაგანიძე და აზერბაიჯანელი ზულეიხა საფაროვა უკრაინის სახელით მოთამაშე ოლეკსანდრა კორაშვილთან და ჩეხ ტერეზა მარტინცოვასთან 0:6, 0:6 განადდგურდნენ.

ცნობისთვის, წყვილთა შორის პირველი რეიტინგი ოქსანა კალაშნიკოვას და უკრაინელ ოლგა სავჩუკს გააჩნიათ და ისინი ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.

0.113512