კალათბურთი

19:45 | 4.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეგვიპტის -63

ბრაზილიის საკალათბურთო ნაკრებმა ეგვიპტეს 128:65 სძლია და ეს მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე დიდი სხვაობაა. აქამდე, 63-ქულიანი სხვაობით არავის მოეგო.

სამხრეთამერიკელებმა A ჯგუფში ხუთიდან 4 მატჩი მოიგეს და ცხადია, მერვედფინალში თამაში განაღდებული აქვთ, ხოლო თუ ვინ იქნება მათი მეტოქე, მოგვიანებით გაირკვევა.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ გასულ მატჩში ბრაზილიელთაგან მინიმუმ 10 წუთი ყველა კალათბურთელმა იასპარეზა და საოცარი პროცენტული მაჩვენებელი (74.6%) ჰქონდათ – მათ თამაშიდან 67-დან 50 ტყორცნა გამოიყენეს, თანაც 47-დან 40 (!) ორქულიანი ჩააგდეს.

ბრაზილიელთაგან ათზე მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა მიითვალა, ყველაზე შედეგიანი კი ლეანდრო ბარბოსა იყო 22 ქულით. ორმაგი დუბლი ორმა მოთამაშემ მიითვალა – ვარეჟაომ (15 ქულა, 10 მოხსნა) და ნეტომ (14 ქულა, 10 პასი).

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. A ჯგუფი. გრანადა

ბრაზილია – ეგვიპტე 128:65 (37:10, 30:13, 24:25, 37:17)

0.118893