მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს შტეფან ეფენბერგს სჯერა, რომ ბავარიულ კლუბს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ჩავარდნის გარეშე ჩატარება შეუძლია.
“დარწმუნებული ვარ, “ბაიერნისთვის” ლიდერობის ჩამორთმევის ძალა არც ერთ გუნდს არ შესწევს. მეტიც, პეპ გვარდიოლას გუნდს სტაბილურად უმაღლეს დონეზე თამაში რეალურად შეუძლია” – განაცხადა ეფენბერგმა.
შეგახსენებთ, ახლახან დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ახლახან იმედი გამოთქვა, რომ გათამაშების ცხრილში გასალიდერებლად “ბაიერნის” ჩავარდნას ელოდება.