ფეხბურთი

11:06 | 1.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ედუმ “შალკესთან” კონტრაქტი გაწყვიტა

გელზენკირხენის “შალკემ” და ვეტერანმა ფორვარდმა ედუმ თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ამ ინფორმაციას “ხუმარები” ოფიციალურ საიტზე ადასტურებენ. 

31 წლის ბრაზილიელს გელზენკირხენელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებდა, მაგრამ მხარეებმა ითათბირეს და ხელშეკრულება ვადაზე ადრე გაწყვიტეს. ამგვარად, ედუმ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და ახალ კლუბში გადასასვლელად მზადაა. 
დიდი ალბათობით, ედუ კარიერას ჩინურ “ლიაონინში” განაგრძობს.
თეგებიშალკეედუ
0.115685