თამაშგარე

10:37 | 14.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ედისონი, მარია, კარინი...

ურუგვაელი ფეხბურთელი, ედისონ კავანი, განსაკუთრებული მჭერმეტყველებით არც იტალიაში ყოფნის დროს გამოირჩეოდა. ცოლ-შვილით პარიზში გადაბარგების შემდეგ კი, საერთოდ კლიტე დაიდო პირზე და ფრანგ ჟურნალისტებს უტყვი ურუგვაელისათვის სიტყვების პირიდან ამოგლეჯა უწევთ.

ამასწინათ, ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას ედისონი ისე გაუბრაზებია, რომ თავისი სახლის კარი მისთვის ცხვირწინ მიუხურა. ჟურნალისტმა ფეხბურთელს ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ მასზე ცნობილი მოდელი, კარინ გოლმანია შეყვარებული და ეს მშვენიერი ქალი პარიზში სწორედ კავანის სანახვად ჩავიდა.

მართალია კავანი ამ თემაზე ჯიუტად დუმს, მაგრამ, როგორც ფრანგული მედია ირწმუნება, ედისონ კავანის თავის ცოლთან, მარია სოლედედისთან ჩხუბი სწორედ ცნობილი მოდელის გამო მოუვიდა. მარიამ ბუნებრივია იეჭვიანა და ამ ამბავს დიდი დაკა-დაკაც მოჰყვა. ესეც არ იყოს, კარიმ გოლმანმა რამდენჯერმე მართლაც თქვა რომ მოსწონს ეს კავანი და მას სიამოვნებით გაიცნობდა. ეგებ გაიცნო კიდეც...

 

0.151523