ფეხბურთი

16:56 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარი – პსჟ-ს მთავარი სამიზნე

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მიზანი ლონდონის “ჩელსის” შემტევი ედენ აზარი იქნება. ამის შესახებ ფრანგული გამოცემები იუწყებიან.

პარიზელთა სტარანსფერო სიაში პირველი ბელგიელია, რომლის სანაცვლოდაც ფრანგები 60 მილიონ ევროს იხდიან. საგულისხმოა, რომ 2012 წელს, ლონდონელებმა ბელგიელი “ლილისგან” 32 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინეს.

თუკი პსჟ და “ჩელსი” აზარის ტრანსფერზე ვერ შეთანხმდებიან, პარიზელები ალტერნატიული ვარიანტების ძიებას დაიწყებენ. ერთ-ერთ კანდიდატად უკვე სახელდება კატალონიის “ბარსელონას” გარემარბი პედრო როდრიგესი.

 

0.113966