თამაშგარე

11:17 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეჭვიანი ჯიბრილ სისე

ამჟამად უსახელო რუსულ კლუბში მოთამაშე ერთ დროს საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი, ჯიბრილ სისე, თურმე დიდ გულისტკენასა და კაეშანს განიცდის. ჯიბრილის ნერვიულობის მიზეზი თურმე, ნუ იტყვით და, მისი ცოლი - ჯუდი სისე ყოფილა.

როგორც ფრანგული პრესა წერს, კრასნოდარში გადაბარგებული ფერადკანიანი ფეხბურთელი თავის ცოლზე გამუდმებით ეჭვიანობს და სულ იმის შიშშია, რომ ჯუდი ღალატობს. შესაძლებელია “ცეცხლი“ ნაპერწკლის გარეშე მართლაც არ ჩნდება, მაგრამ ჯიბრილს აშკარად ზედმეტები მოსდის...

მიუხედავად ქმრის ეჭვიანობისა, ჯუდი სისე ჯიბრილის ახირებებს დიდ ყურადღებას არ აქცევს და კაზაკთა მიწაზე კოხტად დანავარდობს. ამასწინათ, ერთ-ერთი მდიდრული ბანკეტიდან ჯიბრილ სისეს თავისი მეუღლე ძალით წაუყვანია, რასაც ადგილობრივების აღშფოთება მოჰყვა.

 

0.160895