თამაშგარე

10:15 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ები კლენსმა სტრიპტიზის სიყვარული ვერ მოიშალა

ინგლისის ნაკრებისა და "სტოკ სიტის" ფეხბურთელის პიტერ კრაუჩის ცოლმა ები კლენსმა ჯერ კიდევ შარშან, თავისი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებისთვის სტრიპტიზი იცეკვა და ამას მაშინ დიდი ამბები მოყვა, ებიმ არ დაიშალა და რამდენიმე დღის წინაც მშვენივრად წარმოაჩინა თავისი სხეულის პლასტიკა, რამაც ინგლისური მედია შოკში ჩააგდო.

 25 წლის ები, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ფეხბურთელების ცოლებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ ქალად ითვლება, სიამოვნებით დათანხმდა გადაღებებში მონაწილეობას და საწინააღმდეგო არც ქმარს ჰქონია არაფერი. ები კლეინსი პიტერ კრაუჩთან 2005 წლიდან თანამოსაყდრეობს და აყლაყუდა ინგლისელ ფეხბურთელს ამის შემდეგ სკანდალები არ დაჰკლებია.

0.137448