თამაშგარე

11:36 | 21.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ები კლენსის უკანალი განსჯის საგნად იქცა

ბრიტანული “ბულვარული” პრესა არადა არ წყვეტს საუბარს “სტოკ სიტის” ფეხბურთელის, პიტერ კრაუჩის მეუღლის, ები კლენსის ჩაცმულობაზე. სულ ცოტა ხნის წინ, ების ერთ-ერთ ოფიციალურ მიღებაზე ერთობ უცნაური კაბა ეცვა. კაბა უკანა მხრიდან (უკანალის ადგილზე) ზედმეტად თამამად იყო ჩახსნილი და ყველა “დაინტერესებულ” ადამიანს ადვილად შეეძლო კრაუჩის ცოლის უკანალი შეეთვალიერებინა.
როგორც ზემოთაღნიშნულ მიღებაზე ები კლენსმა განაცხადა, კაბა ერთ-ერთ ცნობილ ბრიტანელ დიზაინერს ეკუთვნოდა და “სტოკ სიტის” ფეხბურთელის ცოლი ამაყობდა იმით, რომ ასეთ ორიგინალურ სამოსში იყო გამოწყობილი. თუმცა, მისმა ორიგინალურობამ ის შედეგი მაინც ვერ გამოიღო, რასაც ალბათ ვარაუდობდა...
ამ შემთხვევიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა და ბრიტანულ პრესაში მაინც ქირქილებენ ები კლენსის მოშიშვლებულ უკანალზე. ერთ-ერთმა ინგლისელმა ჟურნალისტმა კრაუჩის თამამ ცოლს, “უკანალის დედოფალიც” კი უწოდა და ამით ფრიად გაამხიარულა საზოგადოება. რას ვიზამთ, ხანდახან იმ შედეგს ვერ ვიღებთ რაც გვსურს...

 

0.148088