სახელგანთქმულ შვეიცარიელს, მსოფლიოს სახელგანთქმულ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერს შესაძლოა ძროხების ფერმის აშენება მოუწიოს. ეს, რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ნომერ პირველ ჩოგანს უკვე მეორედ აჩუქეს ძროხა.
პირველად 2003 წელს, ლონდონის უემბლიზე მოპოვებული პირველი გამარჯვების შედეგად დაასაჩუქრეს ძროხით, რომელსაც როჯერმა ჯულიეტა დაარქვა. ჯულიეტას ქალაქ გშტაადის მახლობელ ფერმაში ფერმერი უვლიდა და გასულ წელს ჯულიეტა ამ ქვეყანას გამოეთხოვა.
მეორე ასეთი საჩუქარი კი, გშტაადის მაცხოვრებლებმა სულ ახლახანს გაუკეთეს და 31 წლის ჩოგბურთელს, სპორტული კომპლქესის ცენტრალურ კორტზე საზეიმო ვითარებაში მეორე ძროხა, სახელად დეზირე “გადასცეს”. ასე გადაუხადეს მადლობა თანამემამულეებმა ფედერერს, რადგან 2004 წლის შემდეგ იგი დათანხმდა ეთამაშა ქალაქ გშტაადში გამართულ საჩოგბურთო ტურნირში.