იტალიელი სპეციალისტი ჯანფრანკო ძოლა ინგლისური “უოტფორდის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. ბრიტანულმა კლუბმა მისი გადაწყვეტილება მიიღო და ახალი დამრიგებლის ვინაობას უახლოეს პერიოდში დაასახელებს. ცნობისთვის, 19 ტურის შემდეგ “უოტფორდს” ინგლისის ჩემპიონშიპში მე-13 ადგილი უკავია.