ფეხბურთი

13:07 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძოძუაშვილი “ტორპედოში” მუშაობას შეუდგა

 

რეზო ძოძუაშვილი ქუთაისის “ტორპედოში” საქმიანობას შეუდგა და პარასკვეს პირველი ვარჯიში ჩაატარა.

როგორც “მსოფლიო სპორტისთვის” გახდა ცნობილი, ძოძუაშვილმა “ტორპედოს” საწვრთნელ ბაზაზე დუბლშემადგენლობაში დარჩენილი და სინჯებზე მყოფი ფეხბურთელები ავარჯიშა.

“ტორპედოდან” ესპანელი მწვრთნელის ჟერარდ სარაგოსას გარდა, მოთამაშეებიც მასიურად წავიდნენ და ძოძუაშვილს გუნდის შექმნა ფაქტობრივად ახლიდან მოუწევს.

კომპანია “ვისოლი”, რომ  “ტორპედოს” აღარ დაასპონსორებს ამის შესახებ “მსოფლიო სპორტი” უკვე იუწყებოდა. თუმცა, “ვისოლის” ხელმძღვანელობა სეზონის ბოლომდე კლუბში გარკვეული თანხის დატოვებას აპირებს. საუბარია, 330000-350000 ლარზე, ხოლო “ტორპედოს” დასაფინანსებლად დანარჩენ თანხას ქუთაისის მერია გამოჰყოფს.

საუბარია, რომ “ტორპედოს” პრეზიდენტი შესაძლოა, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ექსფორვარდი გიორგი დემეტრაძე გახდეს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი უახლოეს ხანში გაირკვევა.

ძოძუაშვილს, რომელიც ამჟამად 68 წლისაა, “ტორპედოს” თავკაცად 1978, 1988-1989 და 2001-2002 წლებში უმუშავია.

0.112223