საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. ბაკურიანში გავლილი შეკრების შემდეგ, სადაც ნაკრებმა ფიზიკური მომზადება გაიარა, იწყება გეგმით გათვალისწინებული მომდევნო ეტაპი, რომელიც ტექნიკურ-ტაქტიკურ მომზადებას ითვალისწინებს.
ძიუდოს ეროვნული ნაკრები უბრუნდება თავისი ძველ ბაზას ვაკეში და ვარჯიშებს 27 იანვრიდან 4 თებერვლამდე მთავარი მწვრთნელის ირაკლი უზნაძის ხელმძღვანელობით იქ ჩაატარებს.
პირველი შეჯიბრი, რომელშიც საქართველოს ნაკრები მონაწილეობას მიიღებს, 8-9 თებერვალს პარიზში გასამართი გრან სლემი იქნება.
ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც პარიზის გრან-სლემზე იასპარეზებს, შეკრების მიმდინარეობისას გამოცხადდება. პარიზის გრან-სლემის შემდეგ ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ავსტრიაში გასამართ ევროპის ღია პირველობაზე და დიუსელდორფის გრან-პრიზე.