საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 1-5 აპრილს მონაწილეობას მიიღებს ევროპის ძიუდოს კავშირის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ შეკრებაში, რომელიც უნგრეთის ქალაქ ტატაში გაიმართება.
უნგრეთში შეკრებაზე საქართელოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იქნება: ამირან პაპინაშვილი, შალვა ქარდავა, ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური, გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი, მწვრთნელები ირაკლი უზნაძე და გიორგი ბაინდუროვი.