ძიუდო

12:03 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტთა ნაკრები ბრაზილიაში გაემგზავრა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემზგავრა. წლის მთავარი მოვლენა რიო დე ჟანეიროში 26 აგვისტოს დაიწყება და 1 სექტემბრამდე გასტანს. საქართველოს ნაკრები ბრაზილიაში ერთი კვირით ადრე ჩავა და მზადებას იქ გააგრძელებს.

25 აგვისტოს ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართება, 26 აგვისტოს კი შეჯიბრში 60 კგ. წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ჩაერთვებიან. ვაჟებში ყოველდღიურად თითო წონითი კატეგორიის წარმომადგენლები იასპარეზებენ, 31 აგვისტოს გარდა, როდესაც ტატამზე 100 კგ. და +100 კგ. წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავლენ. 1 სექტემბერს გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში 124 ქვეყანა დარეგისტრირდა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: 60 კგ. – ამირან პაპინაშვილი, 66 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი, 73 კგ. – ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, 81 კგ. – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური, 90 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი, 100 კგ. – ლევან ჟორჟოლიანი, +100 კგ. – ადამ ოქრუაშვილი.

ბოლო დღეებში გუნდს საკუთარი ხარჯით ნოდარ მეტრეველიც (100) დაემატა, რომელიც გუნდურ პირველობაში იასპარეზებს.

0.14565